"მინერალურის ჯაზი" იწყება როგორც საცირკო ტრაგიკომედია, შემდეგ მდორედ გადადის დეტექტიურ სიბრტყეში, ბოლოს კი სულაც გიჟდება, გადაიზრდება რა თავბრუდამხვევ კარნავალსა და ფეერიაში. რომანი ერთდროულად მოგვაგონებს დახვეწილ სადღეგრძელოსა და ცოფიან ჯაზურ იმპროვიზაციას ფიუჟენის სტილში. ესაა ხალხური სიმღერის ვირტუოზული არანჟირება.