ნაშრომი ეძღვნება რომაულ ლიტერატურაში კოლხეთის თემის მხატვრული ინტერპრეტაციის პრობლემებს. ავტორი იკვლევს, თუ როგორი ტრანსფორმაცია განიცადა არგონავტების თქმულების ბერძნულმა მოდელმა რომაულ მწერლობაში. მრავალრიცხოვანი ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია რომაული ლიტერატურის ძირითად ჟანრებში კოლხეთის თემის მხატვრულად დამუშავების თავისებურებანი ლეგენდარული კოლხეთის შესახებ არსებული რომაული წყაროების ისტორიული ღირებულების საკითხი.