ისტორიულ-ათეისტურ რომანში „დაფერფლილი დიდება“ მწერალმა ასახა აღორძინების საუკუნის გენიალური იტალიელი მოაზროვნისა და პოეტის ჯორდანო ბრუნოს მღელვარე ცხოვრება, მისი დროის რთული და მრავალფეროვანი სურათი ზღვასა და ხმელეთზე, სასულიერო და საერო ასპარეზზე, სამეფო დარბაზებსა და კამპანიის სოფლებში, ინკვიზიციის ჯურღმულებსა და სხივოსან ალპებში. ბურუსიანი ეპოქის ფონზე ერთიმეორეს ცვლის მრავალი ნამდვილი თუ შესაძლებელი ეპიზოდი, ისტორიული თუ მოგონილი გმირი. ხატოვანი ფრაზით, ლაკონიური მეტყველებით, სხარტი და გააზრებული დიალოგით, დახვეწილი სტილით ხორცშესხმულია სერიოზული ისტორიული მოვლენები და გარემოებანი, რომლებიც შეიძლებოდა მკითხველს მშრალი მოსჩვენებოდა. ყოველივე ეს ბრუნოს ცხოვრების რომანს თავისებური, ორიგინალური მხატვრული ნაწარმოების დონეზე აყენებს.