წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია მკითხველს კომპლექსურად გააცნოს იაპონიის ისტორიულ-კულტურული ფენომენი ჟამთა სივრცეში. უძველესი ხანის ისტორიული წიაღსვლის შემდეგ, საკვლევი მასალის თემატურად დაჯგუფების პრინციპით, ნაშრომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილი და გაანალიზებულია იაპონიაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული და იდეოლოგიური პროცესები საერთაშორისო ურთიერთობათა სპექტრში.