ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჰონკონგი, ჩინეთი 1997 : განსჯისათვის

გამოცემის წელი2014
გამომცემლობამერიდიანი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ მიერ პროექტის – „საქართველოს აფხაზეთი და ჩინეთის ჰონკონგი (ძიებანი კონფლიქტის დარეგულირებისათვის) – ფარგლებში მომზადებულ იქნა ნაშრომი „ჰონკონგი, ჩინეთი – 1997". მკვლევრებისათვის საინტერესო აღმოჩნდა 1997 წლის პირველ ივლისს ჰონკონგის დედა სახელმწიფოში დაბრუნების ფაქტი და მასზე ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღდგენა, რითაც საერთაშორისო სამართალში კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიანად გადაწყვეტის პრეცედენტი შეიქმნა. ჩინეთის მიერ ჰონკონგის მშვიდობიანი გზით მიერთების შესახებ საქართველოში კვლევა არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, ქართულ ენაზე არ თარგმნილა ის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებსაც ეს მიერთება დაეფუძნა. საქართველოსა და მისი განდგომილი რეგიონების გათვალისწინებით ნაშრომის ავტორებმა ასეთი კვლევის ჩატარება გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნიეს.