ნაშრომში განხილულია სამი ბერძენი მწერლის (არისტოტელეს, ნიკოლოზ დამასკელისა და კლავდიუს ელიანუსის) ცნობები საქართველოს შესახებ. ამ ავტორთა ნაშრომებში არის საინტერესო მასალა ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისათვის, კერძოდ
მათ თხზულებებში დაცულია უძველესი ცნობები ბათუმის შესახებ, არის მასალა ქართველ ტომთა წეს-ჩვეულებებზე და დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვაგვარი საბუნებისმეტყველო ხასიათის ცნობები.