ნაშრომში განხილულია სამი ბერძენი მწერლის ( ე. წ. სკილაქს კარიანდელის, ე. წ. სკიმნოს ქიოსელისა და დიონისიოს პერიეგეტის) ცნობები საქართველოს შესახებ. ამ ავტორთა ნაშრომებში, რომლებიც ძირითადად გეოგრაფიული ხასიათისაა, არის საინტერესო მასალა ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიისათვის, კერძოდ ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ნაწილის უძველესი ქართული ტომების შესახებ და სხვა.