წიგნში ჩამოყალიბებულია დარგის ძირითადი ცნებები. განხილულია ადამიანის ცხოვრებაში პარფიუმერიისა და კოსმეტიკის ადგილი, ადამიანის მიერ ამ სახის მასალების აღქმის ფიზიოლოგიური არსი. მოყვანილია პარფიუმერიული და კოსმეტიკური ნაწარმის კლასიფიკაცია და სახეების არსი, ხაზგასმულია საკუთარი პარფიუმერიის დამკვიდრების სირთულეები. კოსმეტიკა წარმოდგენილია სამკურნალო ჰიგიენური, დეკორატიული და სხვა ნაწარმით.