,,ქართულ გვარ-სახელებს საუკუნეების ისტორია აქვთ თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთი პატარა აგურია; ყველა ერთად კი ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. გვარ-სახელთა ისტორიული, ეთნოგრაფიული და ენათმეცნიერული შესწავლა საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ საქართველოში ისტორიულად მიმდინარე არაერთი პროცესი. ამავე დროს, ყველას აინტერესებს თავისი გვარის ისტორია. სამწუხაროდ, ქართული გვარების საუკუნეების სიღრმეში წარმოქმნა მავანისა და მავანის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დაყენებული – ეს სოციალური ინსტიტუტი რუსეთიდან შემოტანილად მიიჩნიეს. წინამდებარე ნაშრომი ამ „აღმოჩენის“ უარსაყოფად დაიწერა. წიგნში მკითხველი არაერთი ქართული გვარის ისტორიას გაეცნობა, რომელთაც საფუძველი საუკუნეების წინ ჩაეყარათ".