დავით ჩუბინაშვილის ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა მრავალმხრივ საინტერესოა. იგი იყო პირველი ქართველი პროფესორი პეტერბურგის უნივერსიტეტში. მის სახელთანა დაკავშირებული რუსეთში ქართული ენის, მწერლობისა და საქართველოს ისტორიის საუნივერსიტეტო სწავლების შემოღება. დ. ჩუბინაშვილის ნაშრომებმა ლექსიკოლოგიაში, გრამატიკაში, მშობლიურ ლიტერატურასა და საქართველოს ისტორიაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული მეცნიერებისა და კულტურის განვითარების საქმეში.