ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული სახელმწიფო აღმშენებლობისათვის

გამოცემის წელი2000
გამომცემლობალომისი
რედაქტორიზურაბ კიკნაძე

კრებულის ავტორებს სურდათ გამოეხატათ ასეთი თვალსაზრისი: საბედნიეროდ, ისტორიამ ქართველი ხალხი ახალ ვითარებაში ჩააყენა – ჩვენ მოგვეცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შესაძლებლობა. ხოლო ეს ამოცანა კატეგორიული ფორმით მოითხოვს არა მხოლოდ გარეგან გარდაქმნას – სახელმწიფოებრივი ატრიბუტებისა და ინსტიტუციების ჩამოყალიბებას, არამედ საქართველოს მთელი მოსახლეობის მენტალიტეტის ახალი ვითარების შესაბამისად შეცვლასაც. მნიშვნელოვანწილად სწორედ ეროვნული რეკვიზიტის მიღება-არმიღებისგან არის დამოკიდებული, დავრჩებით ჩვენ ეთნიკური ვინაობის დონეზე მყოფ ერად, თუ ავმაღლდებით სახელმწიფო ერის დონემდე. მენტალური გარდაქმნა სახელმწიფო ერად უნდა მოხდეს არა რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურის გულის მოსაგებად, არამედ იმიტომ, რომ ასეთია ქართველობის უზენაესი ეროვნული ინტერესი.