ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მარტვილის რაიონის ოიკონიმია

გამოცემის წელი2010
გამომცემლობაქუთაისის ,,სტამბა"
რედაქტორიპაატა ცხადაია

წიგნში წარმოდგენილია მარტვილის რაიონის დასახლებული პუნქტების სახელწოდებათა მხოლოდ იმ ჯგუფის ლინგვისტური, ექსტრალინგვისტური და მოტივაციური ანალიზი, რაც 1987 წელს გამოცემულ „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონშია" შესული. თითოეულ ტოპონიმ-სტატიაში მკვლევარი მიუთითებს სახელდებული ობიექტის ლექსიკურ, ფონეტიკურ თუ სხვა სახის ვარიანტს(ან ვარიანტებს), სახელწოდების ინფორმატორისეულ ვერსიას. ამასთანავე, სადაც შესაძლებელი იყო, წარმოდგენილია ისტორიულ წყაროთა მონაცემები, ავტორის მეცნიერული კომენტარებითურთ.