"ქართული ლიტერატურის უბრწყინვალესი ნაწარმოები ვეფხისტყაოსანი, თავისი გენიალური სიდიადითა და ნოვატორული იდეებით. სამართლიანადაა მიჩნეული ერთ-ერთ შედევრად მსოფლიო ლიტერატურის თვალსაზრისითაც, ხოლო მისი ლამაზი, მსუბუქი და სადა ენა სანიმუშოზე სანიმუშოა მთელ ძველ ქართულ მწერლობაში. ამიტომაც ვეფხისტყაოსნის ყოველმხრივი შესწავლა, უწინარეს ყოვლისა, შეადგენს ქართული ისტორიულ-ფილოლოგიური მეცნიერების არა მარტო მოვალეობას, არამედ ღირსების საქმესაც".