წიგნი ეძღვნება სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის ხალხურ სამზარეულოს, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობის ყოფით კულტურაში. აღნიშნული რეგიონის მოსახლეობის მაგალითზე ნაჩვენებია საკვებთა სახეობის ტიპოლოგია დამზადების ტექნოლოგიით, პურობა და მასთან დაკავშირებული ქცევის კულტურის ასპექტები.