საქართველოს სახალხო არტისტის ბათუ კრავეიშვილის მოგონებებში ასახულია ჩვენი დროის საოპერო ხელოვნების ღირსშესანიშნავი მოვლენები და ფაქტები. დახასიათებულია საქართველოს, რუსეთის, სხვა მოძმე რესპუბლიკების და უცხოეთის ხელოვნების მოღვაწეთა საკმაოდ ფართო წრე. მუსიკისა და თეატრის მოღვაწეთა დახასიათებისას ავტორი სწორ პროფესიულ შეფასებებთან ერთად, გვაწვდის საყურადღებო ცნობებს მათი ბიოგრაფიებიდან, ამ მემუარულ მომენტებს ავტორი გზადაგზა აჯამებს თეორიული - მსჯელობით და დასკვნებით ვოკალური და საოპერო ხელოვნების სწავლების მეთოდიკის შესახებ.