წიგნში შეტანილია უსამართლოდ მივიწყებული დიდი ქართველი მეცნიერისა და მამულიშვილის, ალ. ხახანაშვილის, ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მონოგრაფია. მან XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ფილოლოგიურ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგში დაგვიტოვა ფუნდამენტური გამოკვლევები. გარდა ამისა, ის იყო მრავალი ეროვნული საქმის თავკაცი და საქართველოს სახელის გამტანი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.