წინამდებარე კრებულში შესული მასალა, მკაფიო წარმოდგენას გვიქმნის კაფიის ჟანრული თავისებურებებისა და მისი გავრცელების არეალის შესახებ. აქ დაბეჭდილი კაფიების უმეტესი ნაწილი ახლო წარსულშია შექმნილი. ნაწილი მოკაფიავეებისა კი ჩვენი თანამედროვენი არიან, რომლებიც სხვადასხვა პროფესიისა და შეხედულებების მიუხედავად, არ ღალატობენ მამა-პაპურ ტრადიციას და მელექსეობას კვლავაც აგრძელებენ.