ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კორპორაციის სტრატეგიული მართვის სრულყოფის მექანიზმი

გამოცემის წელი2016
გამომცემლობამერიდიანი

მონოგრაფიაში განხილულია ქვემო ქართლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. "RMG“ის კომპანიების მაგალითზე ნაჩვენებია კორპორაციული მენეჯმენტის სტრატეგიები. მენეჯმენტმა, როგორც კომპანიის საქმიანობის მართვის სისტემის მნიშვნელოვანმა ინსტრუმენტმა, განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერული კვლევის ისეთ სფეროებს და მიმართულებებს, როგორიცაა: სტრატეგიული ანალიზი; ინვესტიციური მენეჯმენტი; რისკ-მენეჯმენტი; კომპანიის ანტიკრიზისული ფინანსური მენეჯმენტი. ასევე, შემუშავებულ იქნა კორპორაციული მენეჯმენტის ისეთი კონცეფციები, როგორიცაა: მესაკუთრეთა ეკონომიკური ინტერესები; ფულის ნაკადები; დროითი ღირებულება; საოპერაციო და ფინანსური რისკები; კაპიტალის ღირებულება; ეფექტიანი ბაზარი; ფასწარმოქმნა; საარბიტრაჟო თეორია და სხვა. მოცემულ მონოგრაფიაში წარმოდგენილია კომპლექსური კვლევის აუცილებლობა, როგორც თანამედროვე გამოწვევების დაძლევის ძირითადი საფუძველი. სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა კვლევა და საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას ორგანიზაციულ-ეკონომიკურ მენეჯმენტს.