„მრავალთავ IV"-ში შესულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი ფონდების შესწავლის შედეგები: ფილოლოგიურ-კოდიკოლოგიური ხასიათის ძიებანი (მცირე მოცულობის ტექსტებითურთ ქართულ, არაბულ, თურქულ, სომხურ ენებზე) და ნარკვევები ძველი ქართული ენის ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე. კრებულს ერთვის კრიტიკა–ბიბლიოგრაფიისა და საინფორმაციო განყოფილება.