წიგნში განხილულია ინგლისის რევოლუციის (სამოქალაქო ომის) გამოჩენილი ბელადის, ოლივერ კრომველის ცხოვრება, მისი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწეობა. ნაჩვენებია გზა, რომელიც კრომველმა გაიარა საშუალო შეძლების სოფლის აზნაურიდან ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ-პროტექტორამდე. ეს პროცესი განხილულია, როგორც მისი პირადი, ინდივიდუალური უნარის, რელიგიური და სოციალურ-პოლიტიკური პრინციპების ხორცშესხმა, რაც განხორციელდა იმის წყალობით, რომ კრომველმა შესაბამისად გაიაზრა რევოლუციის პირობებში წარმოებული ძალაუფლებისათვის ბრძოლა და მისთვის დამახასიათებელი სოციალურ-პოლიტიკური მოთხოვნები.