კრებულში წარმოდგენილია თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2017 წლის მარტში ჩატარებულ სტუდენტთა და პედაგოგთა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა, ამიტომ კრებული თავისი თემატიკით მრავალფეროვანი და საინტერესოა სასულიერო მწერლობის ამა თუ იმ დარგით დაინტერესებული მკვლევრებისა და ფართო საზოგადოებისათვის.