წინამდებარე წიგნი საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას – ღვთაება მითრასა და მაზდეანობის განშტოებას – მითრაიზმს შეეხება. ნაშრომში წერილობითი წყაროების, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული მასალის მონაცემების გათვალისწინებით და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში სრულიად ახლებურადაა გაშუქებული ქართული წარმართობის ზოგიერთი ასპექტი.