წიგნი წარმოადგენს განსაზღვრული ქრონოლოგიური ჩარჩოებით შემოფარგლული პერიოდის – 1930-1960 წლების ხელოვნების სხვადასხვა დარგებისადმი მიძღვნილი ნაშრომების კრებულს. ის მეორე წიგნია სერიისა ,,XX საუკუნის ხელოვნება“ და 2011 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების საფუძველზე შეიქმნა. თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა ძირითადად აღნიშნულ პერიოდში არსებული ტოტალიტარული სახელმწიფოების ხელოვნების კვლევას ეძღვნება.