წიგნში განხილულია ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის არჩილ ჯორჯაძის მსოფლმხედველობა, მისი სოციალურ–პოლიტიკური და სამართლებრივი შეხედულებანი. მკითხველი გაეცნობა თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეების დ. ყიფიანის, ი.ჭავჭავაძის, ნ. ნიკოლაძის, გ. მაიაშვილის (ზდანოვიჩის) და გ. ლასხიშვილის (ლალი) სოციალ-პოლიტიკური ნააზრევის ჯორჯაძისეულ ინტერპრეტაციას.