წინამდებარე წიგნში განხილულია საქართველოს ყველა ისტორიულ–ეთნოგრაფიული მხარე, მათ შორის, ისინიც, რომლებიც ახლა სხვა სახელმწიფოების შემადგენლობაშია მოქცეული. წარმოჩენილია ამ მხარეებისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული თავისებურებები და ის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული კავშირები, რაც მათ ერთმანეთს შორის გააჩნდათ. ნაჩვენებია, რომ ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები ქართველებს კი არ თიშავდა ერთმანეთისაგან, არამედ, პირიქით, ერის კონსოლიდაციას ხელს უწყობდა.