წიგნში განხილულია გარემოს ქიმიურ დაბინძურებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. გარემოზე ქიმიურ ნაერთთა ზემოქმედების შეფასებისას ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმ ფაქტზე, რომ ეკოსფეროს მხოლოდ ბუნებრივი დაბინძურება არ აყენებს ზიანს და რომ არსებითი როლი შეიძლება შეასრულოს ადამიანის მოღვაწეობამ. გლობალური მასშტაბით ორივე ფაქტორს დედამიწაზე სათუთი ბიოლოგიური წონასწორობის დარღვევა შეუძლია.