კრებულში შეტანილია თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის პრინციპები და ამ პრინციპთა საფუძველზე დადგენილი ნორმები, რომლებიც ეხება თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ორთოგრაფიის, სიტყვაწარმოების, სახელთა ბრუნებისა და ზმნების უღვლილების და სიტყვათა შეწყობის სადავო საკითხებს. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი უცხო ენებიდან მომდინარე სიტყვათა ქართულად გადმოცემის საკითხებსაც.