წიგნში განხილულია ქართული გრამატიკული აზრის ისტორია მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებამდე. ძირითადად ქრონოლოგიური თანამიმდევრობით წარმოდგენილია ყველა გრამატიკოსი, მოცემულია მათი მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და დადგენილია ის მაგისტრალური ხაზი, რომლის მიხედვითაც წარიმართა ანტონ ბაგრატიონის მიერ დაწყებული ქართული ენის კვლევის საქმე.