კრებულში „აჭარის ავტონომია საარქივო პირველწყაროებსა და მასალებში (1918-1937 წწ)" გაშუქებულია აჭარაში ავტონომიის ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია, მისი შექმნის ისტორიული საფუძვლები და სამართლებრივი სტატუსი. კრებულში ნაჩვენებია აჭარის ავტონომიის იდეის წარმოქმნა, მიზანი და ამოცანები, ამ იდეის აქტიური შემოქმედნი.