ავტორი დანაშაულის ნორმატიული (საკანონმდებლო) ცნების, როგორც სისხლის სამართლის მეცნიერების პირველადი, ამოსავალი ცნების საფუძველზე აკეთებს უკუდასკვნას ხსენებული მეცნიერების საგანზე. კერძოდ, დანაშაულის ცნებაში საზოგადოებრივი საშიშროება, მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა გამოხატავენ საზოგადოების, სახელმწიფოსა და პიროვნების კანონშემოქმედებით ურთიერთობას, რომელიც მოწესრიგებულია სისხლის სამართლის პრინციპებით, სისხლის სამართლის მემკვიდრეობითობის კანონით, საზოგადოების ნორმატიულ სისტემაში სისხლის სამართლის ადგილის აქსიოლოგიური კანონით, სისხლისსამართლებრივი რეგულირების ამოცანები, კონსტიტუციური ნორმებით.