სახელმძღვანელოში გაშუქებულია სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ძირითადი საკითხები უკანასკნელ პერიოდში მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით. განხილულია ინვესტიციების, ახალი ენერგეტიკული ტექნიკის, ენერგიის წარმოების ეფექტიანობის გადიდების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მეთოდები, საწარმოს ფინანსების მართვა, იმ სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნების მიღწევის შესაძლებლობის განსაზღვრა, რომელიც საბაზრო პირობებმა გამოიმუშავა. დიდი ადგილი აქვს დათმობილი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარების პრობლემებს, ბუნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.