თკთოსახე ანუ სხვადასხვა – ზედმიწევნით ასახავს წიგნის შინაარსს, სადაც განხილულია ანტიკური თუ შუა საუკუნეების ხანის არაერთი საკითხი ქართველი ერის ისტორიისა, რაც ნათლად წარმოაჩენს ქართველ მეფეთა ნაღვაწს საგარეო პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.
ნაჩვენებია ავტორისეული ხედვა ისტორიის დამხმარე დარგების (ვექსილოლოგია, ნუმიზმატიკა, სფრაგისტიკა) ცალკეული საკითხებისა, გარკვეულწილად რომ უკავშირდება ფეოდალური საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის თემას.