კრებულში წარმოდგენილია ადამიანის ფილოსოფიური პრობლემატიკის ზოგიერთი კარდინალური საკითხი. დახასიათებულია
სინდისის არსება, გაკრიტიკებულია მოძღვრებები, რომლებიც ცდილობენ ამ ფენომენის ახსნას არაგონითი ფაქტორებით. გამოკვლეულია ნებისყოფის გონითი განსაზღვრულობა, ადამიანის შესაძლებლობები და შემოქმედებითი მოღვაწეობა, ღირებულების ობიექტურობა და პიროვნების რაობა, მშვენიერება, როგორც ესთეტიკური და მისი სულიერი დონეების სპეციფიკა.