ნაშრომში პრაქტიკულად ბანკის საოპერაციო საქმიანობის თითქმის ყველა ძირითადი საკითხია ჩამოყალიბებული, როგორებიცაა: ნაღდ ფულთან, სალაროსთან, ფასიან ქაღალდებთან. კრედიტთან, ვალუტასთან, უნაღდო ანგარიშსწორებასთან. ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ბანკის პასიურ და აქტიურ გარიგებებთან. საბანკო რისკების მართვასთან. საგადახდო სისტემაში ელექტრონულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციები. ეს საკითხები ნაშრომში, წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების მიერ გამოცემული ბრძანებების, დებულებების, ინსტრუქციებისა და სხვა საჯარო დოკუმენტების გათვალისწინებით.