წიგნში განხილული და გადმოცემულია დაზღვევასთან დაკავშირებული ძირითადი თემები და საკითხები: დაზღვევის სოციალურ–ეკონომიკური არსი, როლი, წარმოშობა და განვითარება; სადაზღვევო საქმის საკანონმდებლო და ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხები; რისკების მართვა და დაზღვევა; აქტუალური გამოთვლები დაზღვევაში; სადაზღვევო საქმიანობის კლასიფიკაცია –ფორმები, დარგები და სახე(ობ)ები; გადაზღვევის საფუძვლები; სადაზღვევო ხელშეკრულება; მზღვეველის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა; სადაზღვევო ბაზარი საქართველოში და საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში.