გიორგი ყაზბეგმა, პროფესიით სამხედრო სპეციალისტმა და რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტმა თავისი შრომებით მნიშვნელოვნად შეავსო მანამდე არსებული ხარვეზი და დიდი კვალი დატოვა ქართულ გეოგრაფიულ მეცნიერებაში. წინამდებარე წიგნს დართული აქვს აგრეთვე რამაზ სურმანიძის ავტორობით ადრე გამოცემული ბროშურები: „.გენერალ-ლეიტენანტი თერგდალეულთა თაობიდან“ (ბათუმი. 2000 წ.) და „გიორგი ყაზბეგის მოგზაურობისას ტბეთში მოპოვებული დოკუმენტები“ (ბათუმი. 2003 წ.) , რომლებშიც აღწერილია გიორგი ყაზბეგის ბიოგრაფიის უცნობი ეპიზოდები, მისი დამსახურება ქართველი ერის წინაშე, ჩვენი სინანული ერისკაცის საფლავის დაკარგვის გამო; აგრეთვე 1874 წელს თურქეთში მოგზაურობისას მის მიერ მოძიებული დოკუმენტების ტექსტები კომენტარებით.