"ზოოლოგიის დარგში მომუშავე სპეციალისტებს, უმაღლესი და საშუალო სკოლის ბიოლოგ-პედაგოგებს, ახალგაზრდა მკვლევრებს ხშირად უხდებათ ზოოლოგიურ ტერმინებთან შეხება. მრავალი ტერმინი სპეციფიკურია და ძნელია ასეთი ტერმინების დამახსოვრება.ზოგი ტერმინი იმდენად იშვიათად გვხვდება, რომ გამოცდილი სპეციალისტიც კი არ იცნობს მას. ყოველივე ამან გვიბიძგა, შეგვევსო ეს ხარვეზი და მიგვეწოდებინა მკითხველისათვის „ზოოლოგიური ლექსიკონი". – ელიავა ირაკლი, ცქიტიშვილი ეკა.