მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურას – „ახალი ქართულ ლიტერატურას“ უწოდებენ. „ახალია“ ამ პერიოდის ლიტერატურა არა მხოლოდ იმიტომ, რომ დროითი მანძილითაა ახლოს დღევანდელობასთან, არამედ მას მოეპოვება ისეთი კულტურულ-ისტორიული და ფსიქოლოგიური ასპექტები, რომლითაც მომავლის წინაშე ნათელყოფს თავის „სიახლეს“, როგორც ასეთს. მისი ერთი ნიშანი პოლიტიკურ-სოციალური ხასიათისაა.