ცივილიზებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში ინვესტიციების სოციალურ–ეკონომიკური არსი მდგომარეობს არა მხოლოდ მის მომგებიანობაში, არამედ ამასთან ერთად, მის სოციალურ ორიენტაციაში. გამომდინარე აქედან მონოგრაფიაში მოცემულია ინვესტიციების მიზნობრიობის ახლებური ხედვა. მოცემულია საინვესტიციო გარემოზე მოქმედი ფაქტორების ახლებური ხედვა. გაკეთებულია დასკვნა, რომ ინვესტიციები მხოლოდ მაშინ შეასრულებს ეკონომიკის, სამამულო ბიზნესის განმავითარებელ დადებით როლს, როდესაც: ქვეყნის მასშტაბით დამყარდება ოპტიმალური თანაფარდობა უცხოურ და ადგილობრივ ინვესტიციებს შორის და ქვეყანა ძირითადად არ იქნება დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე; შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამაღლება და რიგი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა; წარმოჩენილია უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი როლი ეროვნული ბიზნესის განვითარებაში, დასაბუთებულია ტურისტული, ფარმაცევტული ბიზნესის განვითარების პერსპექტივები.