ნაშრომში განხილულია XIX საუკუნის ცნობილი ქართველი მეცნიერის, პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლის, პროფ. დავით ჩუბინაშვილის რუსთველოლოგიური მემკვიდრეობა (ვეფხისტყაოსნის ისტორიულ–ლიტერატურული საკითხები, პოემის ტექსტის დადგენა-გამოცემა, რუსთველის სახელით ცნობილი ლექსები, ვეფხისტყაოსნის პირველი რუსული პოეტური თარგმანი).