,,ეს მოთხრობა მხოლოდ იმისთვის არ დაწერილა, რომ აღწეროს ესა თუ ის ამბავი. მისი უპირველესი მიზანია ასახოს მთელი ეპოქის საერთო ხასიათი და აჩვენოს XVI საუკუნის მეორე ნახევრის რუსული საზოგადოების წარმოდგენათა, რწმენათა, ზნე ჩვეულებათა და განათლებულობის დონე. ავტორი ერთგულია ისტორიისა და არ ამახინჯებს მის მთლიან სურათს, ოღონდ იმის უფლებას კი აძლევს თავს, ნებისაებრ მოეპყროს ზოგ-ზოგ წვრილმანს, რომელთაც ისტორიული მნიშვნელობა არა აქვთ".