ლ. ტოლსტოიმ თავისი ისტორიული მოთხრობის „ჰაჯი-მურატის“ წერა 1896 წელს დაიწყო და მხოლოდ 1904 წელს დაასრულა. ამ მოთხრობას საფუძვლად უდევს ნამდვილი ისტორიული ეპიზოდი: ნიკოლოზ I- ის ეპოქაში, კავკასიის დაპყრობის დროს, შამილთან მომხდარი უთანხმოების გამო. „ჰაჯი-მურატში" ავტორი მკაცრად აკრიტიკებს ნიკოლოზ I-ს, მკითხველს თვალწინ უშლის მის გულქვაობას, უსამართლობას.