,,წინამდებარე წიგნში თავმოყრილი სტატიები XIX და XX საუკუნეების ქართული ჟურნალისტიკის ცალკეულ საკითხებს შეეხება. ქართულმა პრესამ იმთავითვე იტვირთა განსაკუთრებული მისია, ყოფილიყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ავანგარდში, გამოეხატა ყველაზე უფრო საიმდროო აქტუალური თემები და თანადროული საქართველოს სატკივარი. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კლასიკური ჟურნალისტიკა, ისტორიულად, ყოველთვის ასახავდა საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმსა და მაჯისცემას, რამდენადაც მას ამის შესაძლებლობას აძლევდა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა.
წიგნი გამოადგებათ სტუდენტებს, მკვლევრებსა და ქართული ჟურნალისტიკის მემკვიდრეობით დაინტერესებულ მკითხველებს" – მარი წერეთელი.