ფიჭვნარი საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლთაგანია. იგი მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკურორტო ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მე-10 კმ-ზე, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან. მონოგრაფიული კვლევის საგანია ფიჭვნარის ძვ.წ. V საუკუნის კოლხური სამაროვანი,რომელიც ნახევარსაუკუნოვანი საველე სამუშაოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს წარმოადგენს.