ნაშრომში განხილულია წინაისტორიული და ისტორიული კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების წარმოქმნა-განვითარების პრობლემური საკითხები. მოცემულია სამხრეთ კავკასიასა და წინა აზიის რეგიონებში მეტალურგიის ნედლეულის ბაზის, სპილენძის, დარიშხან-ანთიმონის გავრცელების, აგრეთვე ნიკელისა და კალის საბადოთა გამოყენების მონაცემთა ტექნიკურ ტექნოლოგიური დახასიათება. განსაზღვრულია მცირე კავკასიონისა (ჭოროხის აუზის, აჭარა-გურიის) და ცენტრალური კავკასიონის (აფხაზეთის, სვანეთის, რაჭის) მთიან ზოლში ფუნქციონირებადი სამთო-მეტალურგიული ცენტრების ისტორიულ-ტექნოლოგიური და საწარმოო შესაძლებლობები.