წიგნი დ. ჩუბინაშვილისა და ალ. ცაგარლის მრავალმხრივ საინტერესო მოღვაწეობის მონოგრაფიული შესწავლის პირველ ცდას წარმოადგენს. მასში გამოყენებულია საქართველოს და ლენინგრადის სიძველეთსაცავებში მიკვლეული მასალები, მეცნიერული, პუბლიცისტური, მემუარული, ეპისტოლარული მემკვიდრეობა. იგი დაეხმარება XIX საუკუნის ქართული კულტურის საკითხებით, რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობებით დაინტერესებულ მკითხველს.