მონოგრაფიაში განხილულია არაწარმოებითი სფეროს სოციალურ-ეკონომიკური არსი, მისი მატერიალური წარმოებისაგან გამიჯვნის კრიტერიუმებისა და დარგთა კლასიფიკაციის მეთოდოლოგიურ-თეორიული საკითხები; ნაჩვენებია არაწარმოებითი სფეროს როლი შრომის საზოგადოებრივ დანაწილებაში, მისი გავლენა საწარმოო ძალების განვითარებასა და სოციალისტური ცხოვრების წესის ფორმირებაზე; გაანალიზებულია არაწარმოებითი სფეროს განვითარების რეგიონულ თავისებურებათა განმაპირობებელი ფაქტორები, გამოკვლეულია საქართველოს სსრ-ში არაწარმოებითი სფეროს განვითარების თავისებურებანი, განსაზღვრულია მისი პროგნოზირების მეთოდოლოგიური საფუძვლები.