,,წინამდებარე ნაშრომის შინაარსი ასეა აწყობილი: პირველი ნაწილით წარმოჩენილია სახელმწიფო-სოციუმი-თეატრის საგულისხმო მოვლენები. აქ თავმოყრილია და ქრონოლოგიურადაა განლაგებული წერილები, რომლებიც ეხმიანებიან თანადროული საზოგადოებრივი და სათეატრო ცხოვრების მნიშვნელოვან პრობლემებს. მეორე ნაწილი ეთმობა შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობთა პორტრეტებს, რომელნიც საზოგადოებისათვის ცნობილნი არიან „შვიდკაცას“ სახელწოდებით: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე. გურამ საღარაძე, კოტე მახარაძე, ბადრი კობახიძე. მესამე ნაწილით კი გამოვხატავ პატივისცემას ჩემი ნათესაური წრის გამორჩეული პიროვნებების მიმართ, მათთან ურთიერთობის სიხარულსა და განშორების სატკივარს.