გამოცემაში დეტალურადაა ასახული თბილისის ქუჩების ადგილმდებარეობა, ისტორია, არქიტექტურული სახე და ღირსშესანიშნაობანი, მოცემულია ცნობები ტოპონიმთა და იმ პირთა შესახებ, ვისი სახელობისაც იყო და არის ესა თუ ის ქუჩა. წიგნს თან ახლავს სახელშეცვლილი ობიექტების სია, 117 სქემატური რუკა თავის საძიებლით, სადაც მითითებულია 2500-ზე მეტი ობიექტის კოორდინატი და 260-მდე ფოტოილუსტრაცია.