სტატიების კრებული, რომელიც საინტერესოდ, პოპულარული ენით გადმოგვცემს ბრიტანეთში ქართველოლოგიური მეცნიერების ჩასახვა-განვითარების ისტორიას, ინგლისელი ქართველოლოგების ღვაწლს საქართველოს ისტორიის, ქართული ლიტერატურის ბრიტანეთში პოპულარიზების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ სფეროში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების დამსახურებას.